ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გამართულ, განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა.
გამოფენაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა სწავლის გაგრძელების მსურველ ახალგაზრდებს პირადად გასაუბრებოდნენ. მიეწოდებინათ დეტალური ინფრომაცია BUG – ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, ბუკინგემის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების, გაცვლითი პროგრამებისა თუ შიდა დაფინანსებების შესახებ.
გამოფენას ესწრებოდნენ ბრიტანული უნივერსიტეტის იაპონელი სტუდენტებიც, რომლებიც საქართველოში მეისეის უნივერსიტეტიდან (იაპონია) გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან.
BUG მჭიდროდ თანამშრომლობს მეისეის უნივერსიტეტთან, რაც
გაცვლითი პროგრამებისა და საზაფხულო სკოლების გარდა, ერთობლივი საერთაშორისო სტუდენტური
პროექტების განხორციელებასაც გულისხმობს.