ბრიტანულმა უნივერსიტეტმა თსუ – ის პერსონალის მეექვსე საერთაშორისო კვირეულის სტუმრებს უმასპინძლა და მათთან სამომავლოდ თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
წლევანდელ კვირეულში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები, ინსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული პერსონალი ევროპის 8 ქვეყნიდან.
BUG- ის ადმინისტრაციამ მოწვეულ კოლებებს ბრიტანული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, ბრიტანული სწავლების მეთოდები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ისაუბრეს უნივერსიტეტების ეფექტიანად მართვის პროცესში ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობასა და მათთან სამომავლოდ თანამშრომლობის მზაობაზე.