რატომ უნდა აირჩიო ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში?

ახლა ის პერიოდია, როდესაც ნელ-ნელა გადაწყვეტილება უნდა მიიღო – სად აპირებ სწავლის გაგრძელებას.

არჩევანი დიდია, თუმცა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო, რადგან არა მარტო პროფესიას, არამედ განვითარებისა და წარმატებისკენ მისასვლელ გზას ირჩევ.  

მაშინ, როდესაც ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, მუდმივად ვეცნობით სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან ტენდენციებსა და საუკეთესო პრაქტიკებს. განათლება იმ სფეროებიდან ერთ-ერთი პირველია, რომლის ხარისხიც საზოგადოების სწორად განვითარებასა და შესაბამისად, მის კეთილდღეობას განსაზღვრას. ამიტომ, ბუნებრივია, ყველას გვაქვს სურვილი, რომ  ხელი მიგვიწვდებოდეს ისეთ შესაძლებლობებზე, რომლებიც კონკურენტუნარიანს გაგვხდის როგორც  ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

სწორედ ასეთი შესაძლებლობა შექმნა საქართველოში 3 წლის წინ ბრიტანულმა უნივერსიტეტმა.

თუ შენთვის საინტერესო საბაკალავრო პროგრამას ეძებ, უნივერსიტეტი “პოლიტიკის მეცნიერებებისა” და “ბიზნესისა და მენეჯმენტის” საგანმანათლებლო პროგრამებს გთავაზობს. მაგისტრატურის მიმართულებით კი – საჯარო პოლიტიკასა და მმართველობას; ასევე – ბრიტანეთის კვლევებს.

ბრიტანული სწავლების მოდელი

10 საუკუნის ისტორიის მიუხედავად, ტრადიციებისა და ინოვაციების სწორი სინთეზის დამსახურებით, ბრიტანეთის განათლების სისტემა მუდმივად თანამედროვე და სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა.

საქართველოში ბრიტანულმა უნივერსიტეტმა სწორედ ეს მოდელი გადმოიტანა და შექმნა პლატფორმა, სადაც ყალიბდებიან ლიდერები, რომლებსაც მუდმივად ცვალებად სამყაროში, საკუთარი ადგილის პოვნისთვის და მისი მყარად შენარჩუნებისთვის, ყველა საჭირო უნარი აქვთ.

მოდელი მცირე ზომის სასწავლო ჯგუფებს გულისხმობს, შედეგად კი – სწავლის ინტერაქციულ და პროდუქტიულ პროცესს. აქ მიღებული ცოდნა მხოლოდ თეორიად არ რჩება და უნივერსიტეტშივე, პრაქტიკულ გამოცდილებაში ითარგმნება.

 

Ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლის შემთხვევაში, გეყოლება მენტორი – შენი სანდო მხარდამჭერი, რომელიც ყველა საკითხში დაგაკვალიანებს და რაც მთავარია, სტუდენტური ცხოვრების სირთულეების გადალახვაში დაგეხმარება.

 ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ აღიარებული დიპლომი

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა საბაკალავრო პროგრამები ბუკინგემის უნივერსიტეტის მხარდაჭერით შეადგინა. რაც ნიშნავს, რომ გაქვს უნიკალური შესაძლებლობა სწავლა ბუკინგემის უნივერსიტეტში გააგრძელო, ან ქვეყნიდან გასვლის გარეშე, ბუკინგემის უნივერსიტეტის იდენტურ პროგრამაზე ისწავლო. ყველა შენი დავალება და გამოცდა შემოწმდება როგორც აქ, ისე ბრიტანეთში. სწავლის დასრულების შემდეგ კი, ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად, ბუკინგემის უნივერსიტეტის დიპლომი გადმოგეცემა. 

სხვადასხვა დროს, ბუკინგემის უნივერსიტეტს, TEF – Teaching Excellence Framework-ის უმაღლესი შეფასება აქვს მიღებული, რომელიც სტუდენტების გამოცდილებასა და უკუკავშირს ეყრდნობა. უნივერსიტეტს, 1983 წელს, დედოფალმა ელისაბედ II-მ სამეფო ქარტია მიანიჭა.

 

სხვა გაცვლითი პროგრამები

 

მხოლოდ ბუკინგემის უნივერსიტეტით არ სრულდება ბრიტანულ უნივერისტეტში საერთაშორისო განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა. ამერიკა, იაპონია, რუმინეთი, უნგრეთი – ეს ის ქვეყნებია, სადაც უნივერსიტეტი გაცვლით პროგრამებს გთავაზობს. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლაა.

უფასო წვდომა Coursera-ზე

ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, ბრიტანული უნივერსიტეტი სასწავლებლის ფიზიკური კედლების მიღმაც გთავაზობს განვითარების შესაძლებლობას და სრულიად უფასოდ, დამატებით, გიხსნის ციფრულ წვდომას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ტექნოლოგიურ კომპანიებთან. 

Coursera ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების 7000-მდე პროგრამიდან შენთვის საინტერესო შეგიძლია აირჩიო – კომპიუტერული მეცნიერებების, ეკონომიკის, განათლების, ინჟინერიის, მათემატიკის, ჯანდაცვისა თუ მენეჯმენტის მიმართულებით.  

 

სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა

 

უნივერსიტეტში მოქმედებს ვაჟა-ფშაველას სახელობის ფონდი, რომელიც დაგეხმარება, სწავლის დაფინანსება მოიპოვო. ფონდის შექმნის მოტივაცია ვაჟა-ფშაველას ისტორია გახდა, რომელმაც უსახსრობის გამო, სანქტ-პეტერბურგში, სამართლის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო.

სტუდენტური კლუბები

პროფესიასთან დაკავშირებული საგნების პარალელურად, ყველა სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია დარჩეს დრო საკუთარი ჰობისა და ინტერესებისთვის. ბრიტანული უნივერსიტეტი, უმაღლეს განათლებასთან ერთად, თანამედროვე ადამიანის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი კლუბების დახმარებით, თვითგანვითარების შესაძლებლობასაც მოგცემს. იოგა, ფილმები, წიგნები, ფეხბურთი, მუსიკა თუ თეატრი – აქ აუცილებლად აღმოაჩენ შენთვის საინტერესო სფეროებს, აქტივობებსა და ახალ ადამიანებს.

 

და ბოლოს

 

ბრიტანულ უნივერსიტეტში საერთაშორისო გამოცდილების ლექტორები, მკვლევრები და პრაქტიკოსები დაგხვდებიან. ასევე – თანამედროვედ აღჭურვილი ინფრასტრუქტურა და მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების რესურსები, რაც შენი სწავლის პროცესს, სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.