ბრიტანულ უნივერსიტეტში სემინარი – “ საერთაშორისო პოლიტიკური კამპანიები და მოწინავე ტექნოლოგიები”, ჩატარდება

30 მარტს, ბრიტანულ უნივერსიტეტში, გაიმართება სემინარი – “საერთაშორისო პოლიტიკური კამპანიები და მოწინავე ტექნოლოგიები”, რომელსაც BUG – ის პროფესორი, საერთაშორისო ექსპერტი ფსიქოლოგიასა და საარჩევნო კამპანიების ტექნოლოგიებში, რეზა კაზემი ჩაატარებს.

Რეზა კაზემის საარჩევნო კამპანიების დაგეგმვის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდში მან ასობით კანდიდატს გაუწია კონსულტაცია გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში, მათ შორის პრემიერ მინისტრებს, კანცლერებს, ასევე ცნობილი პარტიების ლიდერებს.

სემინარი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაუღრმავდნენ პოლიტიკური კამპანიების სწრაფად განვითარებად სამყაროს; გაიგონ მეტი იმ ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს მათ მიერ ეფექტური კომუნიკაციის წარმართვას.

სემინარზე აქცენტი ორ ძირითად თემაზე გაკეთდება – ტექნოლოგიური ცვლილება კამპანიებში და ციფრული კამპანიების სტრატეგიები.

ტექნოლოგიური ცვლილება კამპანიებში:

სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ კამპანიის ტექნოლოგიების ის უახლესი მიღწევები, რომლებიც დღეს მსოფლიოში პოლიტიკური კამპანიების წარმართვის პროცესს ცვლის.

აღნიშნული ხელსაწყოებისა და პლატფორმების შესახებ დამსწრეები ინფორმაციას პრაქტიკული სესიებისა და დემონსტრაციების საშუალებით მიიღებენ , კონტექსტი კი საქართველოს საარჩევნო გარემოზე იქნება მორგებული, რაც სემინარის უფრო მეტად პროდუქტიულს გახდის.

ციფრული კამპანიის სტრატეგიები:

სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიებში გამოყენებული წარმატებული ციფრული ტაქტიკის ანალიზის საშუალებით, მონაწილეები გაიგებენ იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს ეფექტურ ციფრულ წვდომას აუდიტორიასთან. ასევე ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნული კონცეფციები რეალურ დროში, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სიმულაციებში ჩართვით გამოიყენონ. მთავარი აქცენტი კი, სტრატეგიების შემუშავებაზე გაკეთდება, რომელიც მორგებული იქნება ქართულ პოლიტიკურ გარემოზე.

30 მარტს, რეზა კაზემის სემინარზე დასწრება შეუძლია, პოლიტიკური მეცნიერებით დაინტერესებულ, ყველა აბიტურიენტს და სტუდენტს, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია:  https://bit.ly/Workshop-RezaKazemi